თ ე ა ტ რ ი
თეატრი (ბერძნ. - theatron სანახაობისათვის განკუთვნილი ადგილი, სანახაობა) არის ხელოვნების ერთ-ერთი დარგი. თეატრი, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, მის ისტორიასთან და კულტურასთან. თეატრის წარმატებას თუ წარუმატებლობას,მისი ამა თუ იმ ფორმის, ტენდენციის, იდეის განვითარებას, თანამედროვეობასთან კავშირს განაპირობებს საზოგადოების მოთხოვნები. თეატრი მხატვრულ წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც იგი ეპოქალურ იდეებითაა გამსჭვალული, სიღრმისეულად ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს. თეატრშიცხოვრებისეულ სინამდვილეს მსახიობი მაყურებლის თვალწინ დრამატული მოქმედების საშუალებით გადმოსცემს. თეატრის სპეციფიკა მოითხოვს სცენისა და მაყურებლის ინტერესთა ერთიანობას, ემოციურ და სულიერ თანხმობას. თეატრი ხალხის ესთეტიკური, ზნეობრივი და პოლიტიკური აღზრდისმძლავრი საშუალებაა. მისი მთავარი ფიგურაა მსახიობი, რომელიც მხატვრულ სახეს ქმნის პიესის საფუძველზე, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამსად. მაგრამ თვით მკაცრად ორგანიზებულ სპექტაკლშიც კი მსახიობი გვევლინება როგორც დამოუკიდებელი შემოქმედი, რომელიც მხოლოდმისთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ქმნის სცენაზე ადამიანის რთულ და ღრმა მხატვრულ სახეს. სხვადასხვა როლში ხშირად იგი იცვლება შინაგანად და გარეგნულად. გარეგნობას მსახიობი გრიმის, კოსტუმის ზოგჯერ კი ნიღბის საშუალებით იცვლის. პერსონაჟი ხასიათის შესაქმნელად იყენებსმეტყველებას, მიმიკას ჟესტს. არიან მსახიობები, რომლებიც ბრწყინვალედ ფლობენ გარდასახვის ხელოვნებას, მაგრამ მსახიობის შემოქმედება ჭეშმარიტ სიდიდეს მაშინ აღწევს, როდესაც იგი მთელი სისრულით ასახავს ადამიანის რთულ სულიერ ცხოვრებას.
თეატრალური წარომდგენის საფუძველია დრამა, რომელიც განსაზღვრავს თეატრის შემოქმედებით სახეს, თავის მხრივ, ლიტერატურული დრამაც თეატრშიც ახალ ესთეთიკურ ღირებულებას იძენს. დრამის ხასიათები და კინფლიქტები სცენაზე ცოცხალ სახეებში წარმოგვიდგება. სიტყვა, მეტყველებათეატრის უმნიშვნელვანესი სშუალებაა. მსახიობი ზოგ შემთხვევაში მეტყველების საშუალებით იძლევა პერსონაჟის ყოფით დახასიათებას, ზოგჯერ კი გვიჩვენებს გმირის ურთულეს შინაგან კონპლიქტებს. მეტყველება მიმართულია პარტნიორისადმი ან მაყურებლისადმი და გამოხატავს პერსონაჟის ფიქრს დაგანწყობას.
თაეტრი კოლექტიური შემოქმედებაა, იგი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგს. სპექტაკლი იქმნება რეჟისორის ხელმძღანელობით, მისი ჩანაფიქრის შესაბამისად, მსახიობების, მხატვრის, კომპოზიტორის, ქორეოგრაფის შემოქმედების საფუძველზე. სპექტაკლის მოქმედება ყალიბდება დროში (ტემპი,რიტმი, ემოციური დაძაბულობის აღმავლობა და დაღმავლობა) და სივრცეში (სცენური მოედნის დამუშავება, მისი გამოყენების პრინციპები, მიზანსცენები, დეკორაციები და სხვა). სპექტაკლის გარეგნულ სახეს ქმნის მხატვარ-დეკორატორი ფერწერის, თეატრალური, კოსტუმების, განათების, თეატრალურიტექნიკის მეოხებით. დეკორაცია შეიძლება იყოს ფერწერული, ქმნიდეს მოქმედების გარემოს, ანდა მეტაფორულად ხსნიდეს რეჟისორის ჩანაფიქრს. სპექტაკლის სტილის შესაბამისად იგი შეიძლება იყოს რელისტური ან პირობითი. სპექტაკლის მომზადების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეჟისორისა დამსახიობის ერთობლივ მუშაობას რეპეტიციაზე.
მუსიკალურ თეატრში მოქმედება ხორციელდება მუსიკალური დრამატურგიის საშუალებით, რომელთაც საფუძვლად უდევს დრამის ზოგადი კანონები - მკაფიოდ გამოხატული მთავარი კონფლიქტი, დრამატურგიული ჩანაფიქრის გახსნის გარკვეული თანმიმდევრობა და სხვა. ოპერაში სცენური მოქმედებაგამოისახება მუსიკით, მოქმედ პირთა სიმღერით და სხვა, ბალეტში კი ცეკვითა და პანტომიმით. ოპერაშიც და ბალეტშიც მუსიკა მთავარი განმაზოგადებელი საშუალებაა. იგი დრამის ყველა ელემენტს აერთიანებს. ოპერაში, რომელიც თეატრის ნაირსახეობაა, განსაკუთებით მნიშვნელობა ენიჭება დიალოგს,კუპლეტურ სიმღერებსა და ცეკვებს.
თეატრალური ხელოვნება სათავეს იღებს უძველეს ხალხურ დღესასწაულებში, წეს – ჩვეულებებსა და თამაშობებში. მათ საფუძველზე შექმნილი პირველი ტრადიციული სანახაობები (მისტერიის, სატურნალიის, და სხვათა მსგავსი) შეიცავდნენ დრამატულ სიუჟეტსა და კონფლიქტურ ელემენტებს, მათშიჩართული იყო საგუნდო სიმღერები, ცეკვები, დიალოგები და სხვა. ისინი თანდათან გამოეყვნენ საკულტო-საწესჩვეულებო ცერემონიალს და სპექტაკლად გადაიქცნენ. ამან განაპირობა ლიტერატურული დრამის შექმნა. დღესასწაულის მონაწილეთა დაყოფამ მსახიობებად და მაყურებლებად წარმოაჩინათეატრის საზოგადოებრივი ფუნქციები. ეს პროცესი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ძველ საბერძნეთში, სადაც ქალაქ-სახალმწიფოებში ძვ. წ. V ს-ში თეატრი საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ბერძნულ თეატრს ჰქონდა თავისი ტექნიკა და ტრადიციები. ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს ტრადიციებში მოქმედებდნენ ლეგენდარული გმირები და ღმერთები, რომლებიც გარკვეულ სიციალურ და პოლიტიკურ იდეალებს ქადაგებდნენ. რომის თეატრში განვითარდა თეატრალური ტექნიკა, შეიცვალასცენის ტიპი, შეიქმნა წარმოდგენის ახალი სახეობები, მათ შორის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სანახაობა მითოლოგიურ სიუჟეტზე - ე.წ. პანტომიმა. მრავლფეროვანი სანახაობები შეიქმნა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში და სხვა.
ძალიან დამეხმარა, საინტერესოა !
ReplyDelete